დღე: 25

ღამე: 12

USD 2.6802

EUR 2.8555

მიხეილ სააკაშვილი - ,,ტყუილსა და ძალადობას ქართველი ხალხი პასუხს გასცემს არჩევნებზე მისვლით’’ 30.09.2020 16:04

ქართველი ხალხი ემზადება ქვეყნის დასაბრუნებლად. ეს იცის მმართველმა გუნდმა და რა დარჩენია გარდა ძალადობისა და ტყუილისა, - აცხადებს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 

"მათ არჩევნები წაგებული აქვთ და ეს ივანიშვილმა ყველაზე კარგად იცის. ქართველი ხალხი ემზადება ქვეყნის დასაბრუნებლად. ეს იცის მმართველმა გუნდმა და რა დარჩენია გარდა ძალადობისა და ტყუილისა. ტყუილსა და ძალადობას ქართველი ხალხი პასუხს გასცემს ერთად არჩევნებზე მისვლით, სხვა გზა მე არ ვიცი. ნიკა მელიას რაც გაუკეთეს გლდანში... ღმერთმა დაიფარა ის ბავშვები, თავში რომ მოხვედროდა ვინმეს ის ქვა, მოკლავდა. იმავე დღეს ხდება იგივე ბოლნისში და რამდენიმე დღეში მარნეულში, ეს შემთხვევითობა არაა, ამის ბრძანებაა გაცემული. არ უნდა ავყვეთ პროვოკაციებს.

ზუსტად ასე გვიკეთებდა 2003-ში ასლან აბაშიძე. ამან აბაშიძეს და შევარდნაძეს არ უშველა და არც ივანიშვილს უშველის," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა "მთავარი არხის" ეთერში

 

ავტორ(ებ)ი : geotime.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ