დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

სოსო ცინცაძე: თბილისს არასწორი ნაბიჯი ბუმერანგივით არ უნდა დაუბრუნდეს 30.09.2020 16:34

ექსპერტი სოსოს ცინცაძე, ფიქრობს, რომ ქართული მხარისთვის ძალიან ძნელია ჩაკეტოს საზღვრები და დაიცვას ნეიტრალიტეტი.

 

როგორც სოსო ცინცაძე „ჯორჯიან თაიმსთან“ აცხადებს, საქართველოს დიპლომატია არაა მიჩვეული მტკიცე პოზიცებზე დგომას, თუმცა ამჯერად მოუწევს.

 

„პროკურატურა დავით გარეჯის საზღვრების ამბავს იძიებს, ეს ძალიან ფეთქებადი ამბავია.  ამ დოკუმენტაციის აზერბაიჯანის მხარისთვის გადაცემის დრო ხელისუფლებამ არასწორად შეარჩია. მას ამისთვის 8 წელიწადი ჰქონდა და მანცდამაინც  ახლა წამოწია წინ. ბაქოში გამოჩნდებიან ისეთები, რომლებიც იტყვიან, რომ აი, ქართველებმა დრო მოძებნეს, ჩათვალეს, რომ ჩვენ დღეს ვმარცხდებით, მძიმე მდგომარეობაში ვართ და გადაწყვიტეს ისარგებლონ ამ მომენტით. ვშიშობ ეს ბრალდება ბუმერანგად არ გვექცეს.

 

შემდეგ ისე არ მოხდეს, რომ აზერბაიჯანმა არათუ ტერიტორიების დაბრუნებაზე, არამედ სხვა ტერიტორიების მითვისებაზეც იფიქროს. არ დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ სამხედრო მოკავშირე არ გაგვაჩნია და არც სამხედრო ძალა არ გვყავს, რომ იარაღით ხელში დავიცვათ ჩვენი ტერიტორიები, მითუმეტეს, თუ მეორე მხარეს იქნება ნატოს ერთ-ერთი წევრი ქვეყანა, თურქეთი. დღეს ქართული დიპლომატია ყველაზე რთული გამოწვევის წინაშეა,“- განაცხადა ექსპერტმა.

 

მისივე თქმით, ოფიციალურ თბილისს სიფრთხილე მართებს, რომ არასწორი ნაბიჯი ბუმერანგივით არ მოგვიბრუნდეს.

 

„ომი დამთავრდება და აზერბაიჯანში მთავრობა არ შეიცვლება, ალიევი დარჩება და თუ გავანაწყენებთ, შემდეგ ჯავრი არ იყაროს ჩვენზე,“- აცხადებს სოსო ცინცაძე „ჯორჯიან თაიმსთან“.

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ