დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

უცხოური პრესა - „ქართულ სოფელში სომხები და აზერბაიჯანელებმა საერთო ენის მოძებნა შეძლეს'' 30.09.2020 17:07

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაწყებულ სამხედრო მოქმედებებთან დაკავშირებით უცხოურ მასმედიაში საკმაოდ ხშირად მოიხსენიებენ საქართველოსაც, რომელიც ერთმანეთისაგან ჰყოფს როგორც თურქეთს და აზერბაიჯანს, ასევე სომხეთს და რუსეთს -  ერთმანეთის მოკავშირეებს. საქართველოს ტერიტორიას უდიდესი მნიშვნელობა აქვს სომხეთ-აზერბაიჯანის სატრანზიტო ტვირთების მოძრაობისათვის, რომლებსაც შესაძლოა სამხედრო დანიშნულება ჰქონდეთ, განსაკუთრებით თურქეთიდან აზერბაიჯანისაკენ და რუსეთიდან სომხეთისაკენ.

სწორედ ამიტომ უცხოურ მასმედია, განსაკუთრებით კი რუსულ მასობრივი ინფორმაციის საშუალებები ყურადღებას აქცევენ კონფლიქტის მიმართ თბილისის დამოკიდებულებას, მის პოზიციას და საერთოდ, საქართველოს მოსახლეობის განწყობას.

 

29 სექტემბერს რუსეთის ტელეარხის „პერვიი კანალ“-ის («Первый канал») ეთერში, ნაშუადღევს, გავიდა ვრცელი რეპორტაჟი, რომელშიც ასახულია საქართველოში მცხოვრები სომხებისა და აზერბაიჯანელების დამოკიდებულება მთიანი ყარაბაღის გამო დაწყებული სამხედრო მოქმედებების მიმართ. იგივე ვიდეომასალა მოგვიანებით გადაიცა საინფორმაციო-ანალიტიკური პროგრამის „ვრემია“-შიც, ტექსტური ვერსია გამოქვეყნდა სათაურით „ქართულ სოფელში სომხები და აზერბაიჯანელებმა საერთო ენის მოძებნა შეძლეს და ერთად ძმებივით ცხოვრობენ“.

როგორც პროგრამის წამყვანი ეკატერინე ანდრეევა აღნიშნავს, „სანამ ნიუ-იორკში, გაეროში  მსჯელობენ, თუ როგორ იპოვონ გამოსავალი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შექმნილი რთული სიტუაციიდან, ამერიკიდან 8983 კილომეტრის დაშორებით, საქართველოს პატარა მთიან სოფელში ადამიანები სახალხო დემოკრატიის, თანხმობისა და მშვიდობიანი ურთიერთობის  ნამდვილ მაგალითს აჩვენებენ“.

„საქართველოს რეგიონ ქვემო ქართლში, რომელიც აზერბაიჯანსაც ესაზღვრება და სომხეთსაც, მარნეულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელ წოფში, საქართველო-სომხეთის საზღვრიდან 8 კილომეტრის დაშორებით, სომხები და აზერბაიჯანელები ერთმანეთისადმი სიყვარულითა და პატივისცემით ცხოვრობენ და არცერთს თავში არ მოსდის სროლა, მოკვლა და ბრძოლა“, - ნათქვამია ტელეჟურნალისტ რიმა ბერულავას რეპორტაჟში. „ჩვენ ძმებივით გავიზარდეთ. ჩვენთან არ ვყოფთ ერთმანეთს სომხებად და აზერბაიჯანელებად, ჩვენ ერთმანეთისთვის ძმები ვართ“, - ამბობს მიხეილ ბოკოიანი. „ვის უნდა ომი? ომი არავის არ სურს“, - აცხადებს მაკბეტ ალიევი.

 სოფელი ყოველთვის მრავალეროვანი იყო. რუსები, ყახაზები, გერმანელები, პოლონელები ერთად ამუშავებდნენ კირქვას და მარმარილოს. სწორედ იმ დროიდან შემორჩა ძმობისა და კეთილმეზობლობის ტრადიციები. დღეს სოფლის მოსახლეობიდან 80% სომეხია, 20% კი აზერბაიჯანელი.

„მოსახლეობა ყარაბაღის ამბებს უყურებს და უსმენს, ორივე მხარის დაღუპულებს დარდობენ, მაგრამ ერთმანეთთან დავისა და უთანხმოების გარეშე. „ჩვენ ვიცით, რომ საქართველოში ვცხოვრობთ. ქართველებს ჩვენს გამო პრობლემები არ უნდა შევუქმნათ“, - ამბობს ელმან ანაგიევი. ადგილობრივი მცხოვრებლები მოუთმენლად ელოდებიან საზღვრის გახსნას, რადგან, კორონავირუსის ეპიდემიის გამო, მათ ნათესავების ნახვის ან სტუმრების მიღების შესაძლებლობა არ აქვთ“, - ნათქვამია რეპორტაჟის დასასრულს.

წყარო:https://www.1tv.ru/news/2020-09-29/394157-

ავტორ(ებ)ი : სიმონ კილაძე

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ