დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

თელავში კორონავირუსი საავადმყოფოს ექიმს აღმოაჩნდა 30.09.2020 20:17

თელავში კორონავირუსის ერთი ახალი ფაქტი დადასტურდა. ინფიცირებულია ერთ-ერთი საავადმყოფოს ექიმი, რომლის ბიოლოგიურ ნიმუშზე დადებითი პასუხი ცოტახნის წინ გახდა ცნობილი. მედიკოსს ამ ეტაპზე სიმპტომები არ აქვს, მას ტესტირება გეგმური შემოწმების ფარგლებში ჩაუტარეს და პასუხი დადებითი აღმოჩნდა. ექიმს გამეორებითი ტესტირება უკვე ჩაუტარეს და პასუხი სავარაუდოდ, ხვალ იქნება ცნობილი. მანამდე კი, მისი ოჯახის წევრებს, მათ შორის მეუღლეს, რომელიც ასევე ექიმია, თვითიზოლაციაში ყოფნა დაევალათ. სპეციალისტები უკვე იკვლევენ კონტაქტში მყოფ პირებს.

 

ცნობისათვის, რეგიონში კორონავირუსით დაინფიცირების 57 შემთხვევაა გამოვლენილი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ