დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

„რატომ აღელდა ასე და საიდან იცის ექს-პრეზიდენტმა დავით გარეჯისთვის აღებული 70-80 მილიონის საკითხი?“ 30.09.2020 21:40

ამირან სალუქვაძის პოსტი:
ექს-პრეზიდენტი რატომ აღელდა ასე, რაღაც ახალი რუკის და პროკურატურის განცხადების გამო? ვუცქირე მის ვიდეო მიმართვას და სრულიად გაუგებარია ამ 70-80 მილიონის საკითხი. არც პროკურატურას, არც სხვა ვინმეს ეს თანხა არ უხსენებია. ასევე გაუგებარია წინასწარ გვარის გაჟღერება...
ახლა გადავხედე ძველ სტატიებს, განცხადებებს. 2007 წელს მაშინდელ პრეზიდენტს განუცხადებია, რომ საზღვრის შეთანხმებას მალე დავასრულებთო. 2010 წელს კი, ილჰამ ალიევის საქართველოში ვიზიტისას, დავით გარეჯის საკითხი არც კი განხილულა. პრეკონფერენციაზე ჩვენს მედიას კითხვა არ დაუსვამს და ა.შ. სამაგიეროდ, სალომე ზურაბიშვილი ლამის ჯვარს აცვეს, როგორ გაბედა და ბაქოში დავით გარეჯის საკითხი დააყენაო. მერე გამოდიოდნენ პოლიტიკოსები, ჟურნალისტები, ექსპერტები, მაგალითად ხუხაშვილი, და სალომე ზურაბიშვილს ადანაშაულებდნენ საკითხის გამწვავებაში.
ჩემი შარშანდელი ინტერვიუცაა, სადაც კითხვას ვსვამ, თუ პრეზიდენტი პრეზიდენტთან არ დააყენებს ამ საკითხს, აბა ვინ უნდა დააყენოს მეთქი? 
მაშინაც მივხვდი, მაგრამ ახლა თავად ამტკიცებენ, რომ ამ თემის წამოწევა არ სურდათ. მედიაში ასევეა შემორჩენილი 2007, 2012 წლის ჩინოვნიკების, პარლამენტის სპიკერის განცხადებები, რომლებშიც მოუწოდებდნენ საზოგადოებას აჟიოტაჟი არ აეტეხათ დავით გარეჯის საკითხზე. მოკლედ, გაუგებარია ვიდეო მიმართვის შინაარსი და ამოდენა თანხის გაჟღერება უფრო საეჭვოა, ვიდრე პროკურატურას რომ გაეჟღერებინა იგივე. ცალკე თემაა სააკაშვილის მცდელობები ეთნიკური უმცირესობების ემოციებზე ითამაშოს. ექს-პრეზიდენტის ქმედებების არ მიკვირს. მომხრეები უფრო მაკვირვებენ. ნუთუ ვერ ხვდებით, რომ 2018 წლის არჩევნების პირველი ტურის 37%, დღეს 12%-ს ქვემოთ ჩამარხა და ეს არაა დასასრული. მმართველ გუნდს არ ესმის, რომ მოსახლეობის ამ ფენებთან მუშაობაა საჭირო. ვიწროპოლიტიკური ინტერესებიდან მმართველ პარტიას აწყობს ეს რეალობა, მაგრამ ქვეყნის ინტერესები მოითხოვს ოპოზიციური ფლანგი, ენმ და მოსახლეობაში არსებული მომხრეები, ნელ-ნელა გაათავისიფლოს მძევლობისგან. სხვაგვარად პოლიტიკური ველი ვერ განვითარდება. რამდენჯერ დავწერო, რომ 2024 უკვეა საფიქრალი? მოკლედ, ველოდები პროკურატურის ძალიან სწრაფ გამოძიებას.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ვიდეომიმართვა:

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ