დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

„მიხეილ სააკაშვილმა აღიარებითი ჩვენება მისცა - ზუსტად იცის, რას „დააბრალებს“ გამოძიება, რა თანხაზე იქნება საუბარი“ 30.09.2020 22:03

პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა დავით გარეჯთან დაკავშირებით გავრცელებული ვიდეომიმართვით აღიარებითი ჩვენება მისცა, რომ ზუსტად იცის, რას „დააბრალებს“ გამოძიება. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, გამოძიებამ უნდა დაადგინოს, თუ საიდან აქვს მიხეილ სააკაშვილს პროგნოზები თავისი შესაძლო დანაშაულის შესახებ.

 

„ფაქტია, რომ მიხეილ სააკაშვილმა აღიარებითი ჩვენება მისცა, რომ ზუსტად იცის, რას „დააბრალებს“ გამოძიება, რა თანხაზე იქნება საუბარი, რა გვარების ადამიანები ჩაერთვებიან ამ გამოძიებაში. მას დაუსვან შეკითხვები, თუ საიდან აქვს პროგნოზები თავისი შესაძლო დანაშაულის შესახებ, რაზეც გამოძიებამ პასუხი უნდა გასცეს“,-აცხადებს ვოლსკი. კითხვაზე, თუ რატომ დაიწყო აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება ახლა, ვოლსკი აცხადებს, რომ „გამოძიება სწორედ იმ დროს უნდა დაიწყოს, როცა საგამოძიებო ორგანოს შესაბამის მტკიცებულებები გააჩნია“. „რამდენად გაითვალისწინებს ამ მტკიცებულებებს სასამართლო და რა დასკვნამდე გავა გამოძიება, ამას რასაკვირველია, წინასწარ ვერც ერთი პოლიტიკოსი ვერ გეტყვით“,-განაცხადა ვოლსკიმ.

 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, ის, რაც დავით გარეჯთან დაკავშირებით ხდება, ხელისუფლების მიერ დაგეგმილი პროვოკაციაა.

 

ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ