ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, ბანკების მიერ სესხების დაფარვის მესამე საყოველთაო გადავადება არ მოხდება
საქართველოს ეროვნული ბანკი სესხების გადავადებას არ გეგმავს აცხადებს ეროვნული ბაკის ვიცე პრეზიდენტი პაპაუნა ლეჟავა.
,,ასეთი ტიპის გადავადება აღარ მოხდევა'' - აცხადებებს პაპუნა ლეაჟავა და აქვე დასძნს, რომ საბანკო სექტორი მზადაა მოქალაქეებს საჭიროებებიდან გამომდინარე სესხების გადახდის მოქნილი გრაფიკი შესთავაზოს.
შეგახსენებთ, საქართველოში მოქმედმა კომერციულმა ბანკებმა მსესხებლებს სესხების დაფარვის 3 თვით გადავადება პირველად მარტში შესთავაზეს. ამასთან, მაისში საშეღავათო პერიოდი მსესხებლების ნაწილს კიდევ 3 თვით გაუხანგრძლივდა. კერძოდ, გადავადება ავტომატურად შეეხო იმ მოქალაქეებს, ვინც სამსახურის დაკარგვის გამო სახელმწიფოს ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში მიიღეს დახმარება და ასევე სურვილის შემთხვევაში, შეთავაზება ეხებოდა მათაც, ვისაც შემოსავალი შეუმცირდა.
ავტორ(ებ)ი : geotime.ge