დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

„სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ“ ინოვაციური სერვისი დანერგა 01.10.2020 11:18

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ“ სერვისი სერვისი – ელექტრონული აპოსტილი დანერგა. სერვისების განვითარების სააგენტოს პრესსამსახურის ინფორმაციით, პროექტის მიზანი თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მოქალაქეებისთვის სერვისებით სარგებლობის ხელმისაწვდომობის გაზრდაა.

„საქართველოში გაცემულ დოკუმენტებს საზღვარგარეთ იურიდიული ძალა რომ ჰქონდეს, საჭიროა მათი აპოსტილით დამოწმება. ამიტომაც, დოკუმენტის აპოსტილით დამოწმება ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სერვისია. დღესაც, აპოსტილის სერვისი ერთსაფეხურიანი პროცედურაა და ის დოკუმენტის აპოსტილით დამოწმებას გულისხმობს მხოლოდ ერთი კონკრეტული უწყების – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო აპოსტილით ამოწმებს სახელმწიფოს ადმინისტრაციული ორგანოების, ჯანდაცვისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ გაცემულ 100-ზე მეტი ტიპის დოკუმენტზე არსებული ხელმოწერის ნამდვილობას, ხელმომწერი პირის უფლებამოსილებას და ბეჭდის ავთენტურობას.

ამგვარად დამოწმებული დოკუმენტის გამოყენება შესაძლებელია „უცხოეთის ოფიციალური დოკუმენტების ლეგალიზაციის მოთხოვნის გაუქმების შესახებ“ ჰააგის 1961 წლის 5 ოქტომბრის კონვენციის ნებისმიერი წევრი 119 სახელმწიფოს ტერიტორიაზე“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

მოქალაქე მზა დოკუმენტს ვებგვერდების www.my.gov.ge და apostille.cra.ge ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით მიიღებს.

 

ავტორ(ებ)ი : geotime.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ