დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

ლევან დავითაშვილი: პურზე ფასის მომატების საფუძველი არ გვაქვს 01.10.2020 11:24

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი პურ-პროდუქტების და ხორბლის მწარმოებლებს შეხვდა. ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. ლევან დავითაშვილის განცხადებით, ქვეყანას არანაირი შეფერხება არც პურის და არც ფქვილის მიწოდებაში არ ექნება.

 

„პანდემიის ფონზე მსოფლიოში არსებული ეკონომიკური ვითარების გათვალისწინებით, ჩვენ რეგულარული შეხვედრები გვაქვს ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან. მორიგი სამუშაო შეხვედრა გვქონდა ხორბლის და პურის მწარმოებლებთან. პურზე ფასის მომატების საფუძველი არ გვაქვს. ჩვენ ვახორციელებთ ხორბლის მარაგების მუდმივ მონიტორინგს. არანაირი შეფერხება არც პურის და არც ფქვილის მიწოდებაში არ გვექნება, ფასები შენარჩუნდება“, - განაცხადა მინისტრმა.

 

ლევან დავითაშვილმა შეხვედრაზე ფქვილსა და პურზე, როგორც ყველაზე მოთხოვნად პროდუქტებზე, სტაბილური ფასის შენარჩუნების აუცილებლობაზე და ბიზნესსექტორის მხრიდან არსებულ ვითარებაში პასუხსმგებლიანი გადაწყვეტილებების მიღების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ