დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6802

EUR 2.8555

კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან, 35-ის მდგომარეობა კრიტიკულია 01.10.2020 11:28

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, დღევანდელი მონაცემებით, მკურნალობის ეტაპზე მყოფი კოვიდინფიცირებულებიდან 35 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია.

 

„3 155 პაციენტიდან 35-ის მდგომარეობა კრიტიკულია. მათ შორის 33 მართვით სუნთქვაზე იმყოფება, აქედან ცხრა პაციენტი ოკუპირებული აფხაზეთიდან არის გადმოყვანილი“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

 

უშუალოდ ინფექციურ საავადმყოფოს რაც შეეხება,  როგორც ენდელაძემ აღნიშნა, ამ ეტაპზე კლინიკაში სულ 22 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმედ ფასდება.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ