დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

ENPARD- ი ახალ პროგრამას იწყებს 01.10.2020 11:34

ევროკავშირი საქართველოში სოფლის განვითარების  კამპანიას „ჩემი სოფელი“ პროგრამას იწყებს

ENPARD- ი საქართველოს 2013 წლიდან ეხმარება და მისი მიზანია,სოფლის მეურნეობის სექტორის მოდერნიზაციისთვის, მთავრობის მხარდაჭერა, პარტნიორებთან თანამშრომლობის უნარ-ჩვევების ამაღლება. 

„სწორედ ამიტომ, ბოლო რამოდენიმე წელია, ევროკავშირი საქართველოში, პარტნიორებთან ერთად, მხარს უჭერს ქვემოდან-ზემოთ მიმართულ, ანუ თემზე დაფუძნებულ სოფლის განვითარების პროცესს. ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით, იქმნება ადგილობრივი განვითარების ჯგუფები (LAG), რომლებიც აერთიანებენ ადგილობრივ მოქალაქეებს, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და მუნიციპალიტეტებს, რათა მათ ერთად შეიმუშაონ გადაწყვეტილებები საკუთარი სოფლისა თუ თემის გასაძლიერებლად. ჩვენი დახმარებით LAG-ები უკვე 12 მუნიციპალიტეტში ჩამოყალიბდა. მათ შეძლეს თემის მობილიზება და წამოიწყეს სხვადასხვა სოციალური და ეკონომიკური პროექტები სოფლად საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად,“- განმარტავენ ევროკავშირის წარმომადგენლობაში.

ევროკავშირმა საქართველოში 500-ზე მეტი ასეთი ინიციატივა დააფინანსა. ეს ინიციატივები ადგილობრივი ეკონომიკის დივერსიფიკაციას უწყობს ხელს, 1 000-ზე მეტ ოჯახს უკეთეს დასაქმების საშუალებას აძლევს და 10 000-ზე მეტ სოფლად მოსახლეს ცხოვრების პირობებს უუმჯობესებს.

„მე მჯერა ადგილობრივი განვითარების ჯგუფების და სოფლის განვითარების თემზე დაფუძნებული მიდგომის სარგებლიანობის. საქართველოში LAG-ები ადგილობრივი მოსახლეობის ნიჭსა და მეწარმეობის უნარს ფართო შესაძლებლობებს აძლევენ. ადგილობრივი საჭიროებების და შესაძლებლობების შეფასება ხომ ადგილობრივებს ყველაზე კარგად შეუძლიათ. ჩვენი მუშაობის უდიდესი მიღწევა სწორედ იმის დანახვაა, თუ როგორი მოტივაციით, ინტერესითა და ენთუზიაზმით ერთვებიან ადგილობრივები საკუთარი თემის განვითარების პროცესში. ჩვენ მხარდაჭერას მომავალშიც გავაგრძელებთ. ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ საქართველოს სოფლის მოსახლეობას, უკეთ გამოიყენონ ადგილობრივი ეკონომიკური შესაძლებლობები, დარჩნენ და გაძლიერდნენ საკუთარ რეგიონებში და არ დასჭირდეთ უკეთესი საარსებო წყაროსთვის სხვაგან გადასახლება.“ - აღნიშნავს ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი.

მიმდინარე კვირას, იწყება კამპანია თემზე დაფუძნებული განვითარების ინიციატივების შესახებ.

„შემდეგი ორი კვირის განმავლობაში, გაგაცნობთ ზოგიერთი LAG-ის და ადგილობრივი თემის წარმომადგენლის წარმატების ისტორიას საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. გაჩვენებთ, რომ ადგილობრივი მოსახლეობა განვითარების პერსპექტივას ფართოდ განიხილავს და ეკონომიკურ აღმავლობას არა მხოლოდ სოფლის მეურნეობაში, არამედ მეწარმეობის, ტურიზმის, მომსახურებისა და სხვა ადგილობრივი ინიციატივების საშუალებით აღწევს,“- აღნიშნავენ ევროკავშირის წარმომადგენლობაში.

 

ავტორ(ებ)ი : geotime.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ