დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

საფრანგეთის ელჩი: საარჩევნო გარემო უნდა დარჩეს დემოკრატიული დებატების ფარგლებში 01.10.2020 11:41

საფრანგეთის ელჩმა დიეგო კოლასმა მარნეულში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. ელჩის განცხადებით მომხდარი ფაქტის გამოძიება უნდა მოხდეს. 

 

მისი თქმით, ამ ფაქტზე გუშინ წერილობითი განცხადება გააკეთა. ამასთან, განმარტა, რომ წინასაარჩევნო გარემო უნდა იყოს მაქსიმალურად დემოკრატიულ დებატებში გამართული. 

 

"გუშინ მე გავაკეთე წერილობითი განცხადება ამასთან დაკავშირებით, სადაც მოვუწოდე ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომ საარჩევნო გარემო დარჩეს დემოკრატიული დებატების ფარგლებში. მათ შორის, ამ ფაქტის გამოძიებაც მოხდეს. შესაბამისად, მე კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ წინასაარჩევნო გარემო უნდა იყოს მაქსიმალურად დემოკრატიულ დებატებში გამართული და შესაბამისად, ვთხოვთ, ყველა პოლიტიკურ პარტიას თავის მომხრეებს მოუწოდონ ამისკენ,"-განაცხადა დიეგო კოლასმა

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ