დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6729

EUR 2.8469

''საქართველოს მედია-კლუბი'' მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვს 01.10.2020 12:02

მარნეულში მომხდარი თავდასხმების გამო, ''საქართველოს მედია-კლუბი'' მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენებას მოითხოვს. ამის შესახებ "საქართველოს მედის-კლუბმა" "ჯორჯიან თაიმსს" აცნობა.

 

"მმართველი პარტია ვალდებულია, საარჩევნო შტაბის უფროსზე და მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ქმედებებზე პასუხი აგოს და ამირან გიორგაძე თანამდებობიდან გადააყენოს,"- აცხადებენ მედია-კლუბში.

 

მარნეულში ორი დღის წინ მომხდარი ძალადობრივი მოვლენებისას სამოქალაქო სექტორის ორი წარმომადგენელი დაზარალდა

 

როგორც გიორგი მუმლაძე და ლაშა ქველაძე აცხადებენ, ფიზიკური ანგარიშსწორებისას, მათზე მთავარი თავდამსხმელი საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე იყო.

 

არასამთავრობო ორგანიზაციები  შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ითხოვენ, დროულად და ეფექტირად გამოიძიოს,  ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლისა და ძალადობის ფაქტები.  

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ