დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

სოციალურ ქსელში სეპარატისტების მიერ დაკავებულ ირაკლი ბებიას გათავისუფლებას ითხოვენ 01.10.2020 12:05

ჟურალისტი ხუბუა ჯაბა, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე, გალის რაიონში, სეპარატისტების მიერ დაკავებულ ირაკლი ბებიას გათავისუფლებას ითხოვს: 

 

"თავისუფლება გმირს!

 

ეს ახალგაზრდა კაცი - ირაკლი ბებია - რუსეთის მიერ ოკუპირებული გალის რაიონიდან, ნამდვილი გმირია.

 

გმირი - ამ სიტყვის გაცვეთილი და ბოლოდ დროს ძალიან გაბიაბრუებული მნიშვნელობით კი არა - მისი ნამდვილი შინაარსით.

 

ამა წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, როცა აფხაზი სეპარატისტები ,,საქართველოსაგან გათავისუფლებას" ზეიმობდნენ, ირაკლი ბებიამ ე.წ. დამოუკიდებელი აფხაზეთის დროშა პროტესტის ნიშნად დაწვა - ქართველებისა და აფხაზების ერთმანეთისაგან დაშორება საზეიმო მოვლენა არ არისო.

 

და ირაკლიმ ეს გააკეთა არა თბილისში, პარიზში ან ნიუ-ორკში, არამედ იქვე, გალში, ოკუპანტებისა და სეპარატისტების პირისპირ. გააკეთა იმის მიუხედავად, რომ იცოდა, რაც შეიძლებოდა დამართნოდა ამის გამო.

 

ამიტომაც არის მისი საქციელი ნამდვილი გმირობა.

 

და დაემართა კიდეც ირაკლი ბებიას ის, რაც ემუქრებოდა: დაიჭირეს და საპყრობილეში ჩააგდეს! სეპარატისტები მის წამებასა და დახვრეტასაც კი ითხოვენ!

 

ირაკლი ბებიას სიცოცხლე და თავისუფლება გადასარჩენია!" - წერს ხუბუა ჯაბა. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ