დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

გურამ მაჭარაშვილი- ,,ასეთი ისტერიული ფონი სახელწიფოს ინტერესებს აზარალებს'' 01.10.2020 12:48

გამოძიების მიერ,ახალი ფაქტების მოძიებამ კვლავ გაააქტიურა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის სადავო ტერიტორიების თემა

,,სამუშაო პროცესი დიდი ხანია მიმდინარეობს, გამოძიებამ  რაღაც კონკრეტული ფაქტები მოიძია და სწორედ ამიტომ გაჟღერდა ახლა ''- აცხადებს ჯორჯიან თაიმსთან საუბარში ქართული ოცნების დეპუტატი დეპუტატი.

გურამ მაჭარაშვილის თქმით, ეს ის საკითხია არაა სადაც პოლიტიკური ქულების დაწერა შეიძლება, საქმე ორი სახელმწიფოს კეთილმეზობლურ ურთიერთობას ეხება და ეს მავნებლობაა და სხვა არაფერი.

,,მიდის მუშა პროცესი, ძალიან სენსიტიური თემაა, ჩვენ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან მოლაპარაკებების  გზით ყველა პრობლემას გადავჭრით’’ - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი ,,ჯორჯიან თაიმსათან’’ საუბარში.

დეპუტატმა ისიც აღნიშნა, რომ  მსგავსი განცხადებებითა და შექმნილი ისტერიული ფონით პოლიტიკური ოპონენტები, წინასაარჩევნოდ, ქულების დაწერას ცდილობენ, მაგრამ ამით სახელმწიფოს ინტერესებს აზარალებენ.

ცნობისთვის, დავით გარეჯის საკითხზე საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება მიმდინარეობს.

 

 

ავტორ(ებ)ი : geotime.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ