დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

მეთევზეებისთვის ახალი კვოტები დაწესდა 01.10.2020 12:56

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა, ევროკავშირისა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ხმელთაშუა ზღვის თევზჭერის გენერალური კომისიის (GFCM) მხარდაჭერით, შავ ზღვაში 2020-2021 წლის თევზის მოსაპოვებელი რესურსის კვოტების რაოდენობა დაადგინა, მათ შორის ქაფშიის, რომელიც 109 000 ტონას შეადგენს.

გარემოს ეროვნულ სააგენტოში განცხადებით, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მხარდაჭერით და უშუალო ჩართულობით განხორციელებულმა კვლევებმა, გარემოს ეროვნულ სააგენტოს პირველად მისცა საშუალება მარაგი ევროკავშირის სტანდარტების და ხმელთაშუა ზღვის კომისიის მოთხოვნების შესაბამისად განესაზღვრა.

„მნიშვნელოვანი აღინიშნოს, რომ მარაგის შეფასების სრულყოფილად წარმოება ხელს შეუწყობს ქვეყანაში თევზჭერის დარგის მდგრად განვითარებას, ეკონომიკის ზრდას და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას. ასევე, დადგენილი თევზის რესურსის რაოდენობა უზრუნველყოფს თევზის გადამმუშავებელი საწარმოების სრულ დატვირთვას“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ავტორ(ებ)ი : geotime.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ