დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6729

EUR 2.8469

დავით ბაქრაძე - ,,ჩვენ არც კოალიციას შევუქმნით„ქართულ ოცნებას“ და არც მიხეილ სააკაშვილს დავუჭერთ მხარს''  01.10.2020 13:18

„ევროპული საქართველოს“ ლიდერებმა ქუთაისში პარტიის საარჩევნო პროგრამა წარადგინეს.

როგორც დავით ბაქრაძემ, გიგი უგულავამ და გიგა ბოკერიამ ბრიფინგზე განაცხადეს, არჩევნებში „ევროპული საქართველოს“ გამარჯვების შემთხვევაში, ქვეყანაში გადასახადები შემცირდება, 100 000 სამუშაო ადგილი შეიქმნება, გაორმაგდება პენსია და გაიზრდება სოციალური დახმარება.

ამასთან, პარტიაში აცხადებენ, რომ ისინი არ შექმნიან კოალიციას ბიძინა ივანიშვილთან და „ქართულ ოცნებასთან“. ასევე, „ევროპული საქართველო“ არ აპირებს, მხარი დაუჭიროს მიხეილ სააკაშვილს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე.

„31 ოქტომბრის არჩევნები არის შესაძლებლობა, გამოვიყვანოთ ქვეყანა იმ ღრმა სოციალური და ეკონომიკური კრიზისიდან, რომელშიც ის „ქართულმა ოცნებამ“ შეიყვანა. 31 ოქტომბერი არის შანსი, მოვიტანოთ გარდამტეხი ცვლილებები ჩვენი ხალხისთვის. სწორედ ამიტომ „ევროპულ საწართველოს“ აქვს კონკრეტული გეგმა და იღებს კონკრეტულ ვალდებულებებს საზოგადოების წინაშე, რა უნდა გაკეთდეს და რა არ, რათა საქართველოში ცვლილებები დადგეს, გამოვიდეთ კრიზისიდან და ხალხმა იცხოვროს უკეთესად.

ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას, შემცირდეს გადასახადები, შეიქმნას 100 ათასი ახალი სამუშაო ადგილი, თითოეულ ოჯახს ყოველწლიურად დახლოებით, ორი ათასი ლარი დაეზოგება. ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას, გავაორმაგოთ პენსია, დევნილთა და სოციალური დახმარება. ასევე, ვიღებთ ვალდებულებას, მეტი ქონება გადავცეთ ხალხს და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს.

ასევე, არის ვალდებულებები, რა არ უნდა გაკეთდეს ქვეყანაში იმისთვის, რომ დადგეს გარდამტეხი ცვლილებები. „ევროპული საქართველო“ იღებს ვალდებულებას, რომ არ შეუქმნის კოალიციას ბიძინა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“; მეორე – არ დავუჭერთ მხარს მიხეილ სააკაშვილს პრემიერის თანამდებობაზე, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ ამ ქვეყანაში ერთპარტიული და ერთპიროვნული მმართველობის დრო დასრულდა“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

 

ავტორ(ებ)ი : geotime.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ