დღე: 27

ღამე: 12

USD 2.676

EUR 2.8713

კახა კალაძე: „ქართული ოცნება“ ერთადერთი პარტიაა, რომელსაც აქვს რეალური შანსი, რომ მაჟორიტარულ ოლქებში პირველივე ტურში გაიმარჯვოს 01.10.2020 13:18

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი პარტია, რომელსაც აქვს რეალური შანსი, რომ მაჟორიტარულ ოლქებში პირველივე ტურში გაიმარჯვოს, ხოლო პროპორციული წესით ამომრჩევლის 60%-მდე მხარდაჭერა მიიღოს. როგოც კალაძემ კომპანიამ Survation-ის კვლევის შედეგების შეფასებისას განაცხადა, აღნიშნული პროგრნოზის საშუალებას მოსახლეობის განწყობა იძლევა.

 

„ყველაზე მნიშვნელოვანი არის საზოგადოების განწყობა, დამოკიდებულება. ჩვენ კავშირი მოსახლეობასთან არ გაგვიწყვიტავს. ყოველდღიურ რეჟიმში გვაქვს შეხვედრები მოსახლეობასთან. ამას ემატება საარჩევნო კამპანია - ჩავდივართ რეგიონებში და გვაქვს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენითი ღონისძიებები. ის განწყობები და დამოკიდებულებეი, რაც იკვეთება მოსახლეობის მხრიდან, გვაძლევს იმის თქმის შესაძლებლობას, რომ ქვეყანაში ერთადერთი პოლიტიკური პარტია გახლავთ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“, რომელსაც აქვს რეალური შანსი იმისა, რომ მაჟორიტარების ნაწილში პირველივე ტურში მოიგოს ყველა ოლქი და 60%-მდე არის იმის რესურსი, რომ პროპორციულში მიიღოს ხმათა რაოდენობა“,- განაცხადა კალაძემ.

 

ცნობისთვის, კომპანიამ Survation "რუსთავი 2-ის" დაკვეთით შესრულებული საზოგადოებრივი აზრის კვლევა გამოაქვეყნა. ბრიტანულმა კომპანიამ საზოგადოებრივი აზრის კვლევა დედაქალაქის ორ მაჟორიტარულ ოლქში - საბურთალოსა და ისანში ჩაატარა.

 

კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მაჟორიტარობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 57,6% ამბობს, რომ დავით სერგეენკოს „ქართული ოცნებიდან“, 13.3% კი მხარს „მოქალაქეების" კანდიდატს, ალექსანდრე ელისაშვილს დაუჭერდა.

 

პარტიული სიმპატიების მიხედვით ხმები ისე გადანაწილდა: "ქართული ოცნება" - 54,5%."ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 13,9%. გიორგი ვაშაძე - "სტრატეგია აღმაშენებელი" - 5,7%,

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ