დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6788

EUR 2.8583

ნუგზარ წიკლაური: გარეჯის საკითხი ხელისუფლების მიერ დადგმული წინასაარჩევნო ტრიუკია 01.10.2020 13:31

,,ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი ნუგზარ წიკლაური მიიჩნევს, რომ გარეჯის საკითხი ხელისუფლების მიერ დადგმული წინასაარჩევნო ტრიუკია.

 

როგორც ნუგზარ წიკლაურმა „ჯორჯიან თაიმსთან“ განაცხადა, თუკი რამე არსებობდა,“ქართული ოცნება“  8 წლის განმავლობაში აუცილებლად ხმას ამოიღებდა.

 

„8 წელია, რაც „ქართული  ოცნება“ ხელისუფლებაშია, თუკი რამე არსებობდა, ისინი ამდენი ხანი ილაპარაკებდნენ. ის ვერსიები, რომ 17 აგვისტოს გახდა, რაღაც ცნობილი და ეს რუკები დაკავშირებულია რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენთან, „ქართული ოცნების“ სიცრუეზე მეტყველებს. საბურავების საქმეშიც გვედავებოდნენ, რომ თითქოსდა ვაგროვებდით, იმისათვის, რომ ქვეყნისთვის ცეცხლის ალში გაგვეხვია. ეს ვერსიები პირიმიტიული ადამიანების თავშია მომწიფებული,“-განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა  „ჯორჯიან თაიმსთან“.

 

შეგახსენებთ, რომ  ცოტა ხნის წინ, პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც, პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

 

გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო 2020 წლის 17 აგვისტოს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია, რომელიც შეეხებოდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობას.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ