დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

,,ევროპული საქართველო'' მარნეულში აქციას მართავს 01.10.2020 13:34

 "ევროპული საქართველოს" წევრები და მხარდამჭერები მარნეულის საკრებულოსთან საპროტესტო აქციას მართავენ და საკრებულოს თავმჯდომარის, ამირან გიორგაძის გადადგომას ითხოვენ. 

ისინი ამირან გიორგაძეს 2 დღის წინ, მარნეულში მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილეობაში ადანაშაულებენ, რომლის დროსაც ჟურნალისტები დაშავდნენ. მათი თქმით, საკრებულოსა და მერიაში არ უნდა მუშაობდნენ მოძალადეები. 

რაც შეეხება, საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციას, ამირან გიორგაძე ინციდენტში მონაწილეობას კატეგორიულად უარყოფს. მისი თქმით, ის მხოლოდ გამშველებლის როლს ასრულებდა. გიორგაძის განცხადებით, თუ შინაგან საქმეთა სამინისტრო დაინტერესდება, ის მზად არის ყველა კითხვას პასუხი გასცეს. მისი თქმით, ცრუ ბრალდებების მიზეზი მისი წარმატებული პოლიტიკური საქმიანობა

 

ავტორ(ებ)ი : geotime.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ