დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

სომხეთის პრეზიდენტი - საერთაშორისო თანამეგობრობა თუ არ ჩაერევა, კავკასია ერთი უზარმაზარი პრობლემა გახდება 01.10.2020 13:41

მთიან ყარაბაღში ვითარების გამწვავების ფონზე, კავკასიის რეგიონი უზარმაზარი პრობლემა გახდება, თუკი საერთაშორისო საზოგადოება არ ჩაერევა მიმდინარე პროცესში, .- ამის შესახებ სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა განაცხადა. ინფორმაციას „არმენრესი“ ავრცელებს.

„წარმოგიდგენიათ, თუკი კავკასია კიდევ ერთი სირია გახდება? საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა გააცნობიეროს, რომ თუკი არ ჩაერევა ახლა, კავკასია ახალ უზარმაზარ პრობლემად იქცევა“ ,- განაცხადა სომხეთის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, სომხები მთიანი ყარაბაღის საკითხს უკავშირებენ თავისი რწმენის ისტორიას. ისინი ამაში ხედავენ თურქეთის მცდელობას, განახორციელონ გენოციდი აზერბაიჯანელთა ხელით, რაც სომხებისთვის მიუღებელია.

„ბრძოლა გაგრძელდება. სომხები დაადასტურებენ, რომ ეს პრობლემა ძალით ვერ გადაიჭრება. სურთ თუ არა ეს მათ, უნდა დავბრუნდეთ მოლაპარაკებათა მაგიდასთან“ , - განაცხადა სომხეთის პრეზიდენტმა.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ