დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6729

EUR 2.8469

მიხეილ ჩხენკელმა I-VI კლასის მოსწავლეებს საკლასო ოთახებში სასწავლო პროცესის განახლება მიულოცა 01.10.2020 13:40

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი თბილისის პირველ გიმნაზიასა და ახალაშენებულ 220-ე საჯარო სკოლას ეწვია და  მოსწავლეებს საკლასო ოთახებში სასწავლო პროცესის განახლება პირადად მიულოცა.

 

„მინდა მთელი გულით მივულოცო დაწყებითი კლასის მოსწავლეებს, რომლებიც დღეს დაბრუნდნენ საკლასო ოთახებში და სკოლის გარემოში გააგრძელეს სწავლის პროცესი. სასწავლო პროცესისთვის სასკოლო გარემო არის ბუნებრივი გარემო. ჩვენი მიზანია, ყველა მოსწავლე დაბრუნდეს სკოლაში. ეს ამ სემესტრში აუცილებლად მოხდება. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო საზოგადოებას, ყველამ ზედმიწევნით დაიცვას ჯანდაცვის რეკომენდაციები, რათა ჩვენს მოსწავლეებს მივცეთ შესაძლებლობა, საკლასო ოთახებში გააგრძელონ სწავლა“, - განაცხადა ჩხენკელმა. 

 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით თბილისში, ცხრა ძმის ქუჩა N58-ში თანამედროვე სტანდარტების სკოლა აშენდა. 350 მოსწავლეზე გათვლილ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ფუნქციონირებს თანამედროვე სასწავლო სივრცეები, ბიბლიოთეკა, სპორტული დარბაზი. სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყო რეკრეაციული ზონა. სკოლა აღჭურვილია უახლესი ავეჯითა და სასკოლო ინვენტარით – კომპიუტერული ტექნიკით, სასკოლო დაფების, მერხებისა და სკამების კომპლექტით.

 

როგორც "ჯორჯიან თაიმსს" საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს, ახალი სკოლის მშენებლობა სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ განახორციელა. პროექტის საერთო ღირებულება  4 062 718 ლარია.

 

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან თბილისის, რუსთავის, ქუთაისისა და ზუგდიდის სკოლების I-VI კლასისმოსწავლეები სწავლას საკლასო ოთახებში გააგრძელებენ, ხოლო VII-XII კლასებისთვის აღნიშნულ ქალაქებში სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში გრძელდება.1-ლი ოქტომბრიდან საკლასო ოთახებს დაუბრუნდნენ გორისა და ფოთის სკოლების ყველა კლასის მოსწავლეები. სასწავლო პროცესიდისტანციურ რეჟიმში მთელი აჭარის ტერიტორიაზე გრძელდება.

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ