დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

ნუგზარ წიკლაური: სომხეთ - აზერბაიჯანის კონფლიქტი მშვიდობიანად უნდა მოგვარდეს 01.10.2020 13:45

"ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი ნუგზარ წიკლაური ფიქრობს, რომ საქართველოსათვის უმთავრესია - მშვიდობა რეგიონში.

 

როგორც "ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი „ჯორჯიან თაიმსთან“ აცხადებს, ჩვენმა ქვეყანამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ სომხეთ - აზერბაიჯანის კონფლიქტი  მშვიდობიანად მოგვარდეს.

 

„ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ როგორც ერთი მხარის, ასევე მეორე მხარის უკან ზესახელმწიფოები დგანან. ეს არის რუსეთი და თურქეთი. თუ ეს სახელმწიფოები გადაწყვეტენ, რომ მედიატორები უნდა იყვნენ, მაშინ საქართველოც აუცილებლად უნდა შეუერთდეს ამ ძალისხმევას. მხოლოდ საქართველოს მხრიდან გადადგმული ნაბიჯები ვშიშობ, რომ არ იყოს ეფექტური,“- განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა „ჯორჯიან თაიმსთან“.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ