დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

„ევროპულმა საქართველომ“ ცესკოს პარტიული სია წარუდგინა 01.10.2020 14:24

ევროპულმა საქართველომცესკოს პარტიული სია წარუდგინა. როგორც პარტიის გურიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ხათუნა გოგორიშვილი აცხადებს, აღნიშნულ სიაში კანდიდატთა თანმიმდევრობა პირობითია.

 

ევროპული საქართველოარის ის პარტია, რომლისთვისაც მთავარი კრიტერიუმი არის ის, თუ რას ფიქრობს ხალხი. აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, როგორც წინა თვითმმართველობის არჩევნებზე და ჩვენი სია არის პირობითი. ეს ნიშნავს იმას, რომ მას შემდეგ, რაც გაირკვევა არჩევნევის შედეგები და გაიკვევა, ვის რა შედეგი ექნება შესაბამის ოლქში, საუკეთესო შედეგის მქონეები დაიკავებენ ადგილებს პარლამენტში. სია შედგება 150 კანდიდატისგან. სიაში ყოველი მესამე ქალი კანდიდატი. ჩვენ ვართ წინააღმდეგი კვოტირების და არა ქალებისა. ჩვენი აზრით, პოლიტიკაში უნდა იყოს იმდენი ქალი, რამდენსაც აქვს ამისი სურვილი და შესაძლებლობა”,- აღნიშნა გოგორიშვილმა.

 

ევროპული საქართველოსპირობითი სიის პირველ ათეულში არიან: დავით ბაქრაძე, შალვა შავგულიძე, ელენე ხოშტარია, არმაზ ახვლედიანი, ტარიელ ნაკაიძე, ხათუნა გოგორიშვილი, სერგი კაპანაძე, გიგი წერეთელი, ირმა ნადირაშვილი, ბეჟან ბუცხრიკიძე.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ