პარტია „ერთიანმა საქართველომ” ცესკო-ში პარტიული სია წარადგინა. სიის პირველი ხუთეულია: ნინო ბურჯანაძე, გიგლა ბარამიძე, ანზორ ბიწაძე, ოთარ თავართქილაძე, ბესო დანელია.
პარტიის თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ოთარ თავართქილაძე აცხადებს, რომ „ერთიანმა საქართველომ” ცესკო-ში 150 - კანდიდატიანი სია წარადგინა.
„ჩვენმა გენერალურმა მდივანმა დღეს ბრიფინგზე ათეული წარადგინა. ჩვენ დღეს მოვიტანეთ, ჩავაბარეთ ცესკო-ს საკმაოდ წონადი, 150 - კაციანი სია, რომელიც დარწმუნებული ვარ, არც ერთ პარტიას არ დაუდებს ტოლს და ამომრჩევლისთვის, ჩვენი მხარდამჭერისთვის ძალიან მისაღები იქნება. ჩვენ დაახლოებით ერთ კვირაში გავმართავთ ღონისძიებას, სადაც წარვადგენთ სიას. სიის პირველი ხუთეულია: ნინო ბურჯანაძე, გიგლა ბარამიძე, ანზორ ბიწაძე, ოთარ თავართქილაძე, ბესო დანელია”,- განაცხადა ოთარ თავართქილაძემ.
ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge