დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

მიხეილ სააკაშვილს ერევნის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება ჩამოართვეს 01.10.2020 16:22

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ერევნის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება ჩამოართვეს. ამის შესახებ facebook-ის გვერდზე სომხეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი არაიკ არუთიუნიანი წერს.

"სააკაშვილს უნდა ჩამოერთვას საპატიო დოქტორის წოდება. დღეს მე გადავწყვიტე მივმართო ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილ სააკაშვილს ჩამოერთვას უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება სომხური იდენტობის საწინააღმდეგო განცხადებებისა და ჩვენი თანამემამულეების უფლების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯებისთვის. ერევნის უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭომ სააკაშვილისთვის საპატიო წოდების ჩამორთმევას ერთხმად დაუჭირა მხარი“, – წერს სომხეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი.

შეგახსენებთ, მანამდე საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა „ფეისბუქის“ გვერდზე დაწერა, რომ მთიანი ყარაბაღი წარმოადგენს აზერბაიჯანის რესპუბლიკის სუვერენულ ტერიტორიას და ამას არაფერი შეცვლის. მისივე თქმით, ყველას, ვინც გამოდევნილია ამ რეგიონიდან, აქვს უფლება, დაუბრუნდეს თავის სახლებს და ვინც უკვე ცხოვრობს, მათ აქვთ უფლება, მშვიდად იცხოვრონ. 

 

 

ავტორ(ებ)ი : geotime.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ