დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

გია ხუხაშვილი - ,,ამ სიას პოლიტიკური პროცესის ნაწილს ვერ დავარქმევდი''  01.10.2020 17:45

პარტია ქართული ოცნების მიერ წარმოდგენილ საპარლამენტო სიას ექსპერტი გია ხუხაშვილი პოლიტიკური პროცესის ნაწილად არ აღიქვამს.

,, ამ სიას ვერ დავარქმევდი პოლიტიკური პროცესის ნაწილს, ეს არის ბიძინა პლიუსი,ერთი დიდი ღილაკი პარლამენტში''- აცხადებს გია ხუხასვილი ,,ჯორჯიან თაიმსთან'' საუბარში

მისი თქმით, სიაში წარმოდგენილი კანდიდატებიდან ზოგი კარგი ადამიანი, ზოგი ნაკლებად, ზოგიც ოდიოზურია , მაგრამ არცერთი არაა დამოუკიდებელი პოლიტიკური მოთამაშე და ისინი მხოლოდ ერთ ადამიანის ნებას აღასრულებენ.  

ექსპერტის აზრით, ამ სიაში ყველაზე საყურადღებო გიორგი გახარიაა, მისი რეიტინგიდან გამომდინარე იგი პარტიისათვის გამწევი ძალაა.

,,გახარია საზოგადოების ნდობით სარგებლობს, ამიტომაც იგი არჩევნებში ორთქმავლის როლს შეასრულებს ''- აცხადებს ხუხაშვილი

ცნობისათვის: ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ირაკლი კობახიძემ დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პარტიული სია წარადგინა.

 

 

ავტორ(ებ)ი : geotime.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ