დღე: 27

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

მიხეილ სააკაშვილს კიევის რესტორანში შეიარაღებული მამაკაცი თავს დაესხა 01.10.2020 20:00

მიხეილ სააკაშვილს კიევის რესტორან Fabius-ში თავს დაესხნენ. ამის შესახებ უკრაინულ გამოცემა „სტრანა“ პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება.

 

„უცნობი მამაკაცი შეიპარა რესტორნის დარბაზში, სადაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი იმყოფებოდა. ის სააკაშვილს ცივი იარაღით ხელში მიუახლოვდა და ემუქრებოდა. სააკაშვილისა და რესტორნის დაცვის წევრებმა დამნაშავე დააკავეს და პოლიცია გამოიძახეს. თუმცა დაჭერა სამართალდამცველებმა ვერ შეძლეს, რადგან იგი პოლიციის მოსვლამდე მიიმალა. თავდასხმის მოტივს არკვევენ“, - განუცხადა სააგენტოს წყარომ.

 

გამოცემას ხელში ჩაუვარდა ვიდეო მასალაც. მასში ჩანს, რომ მაგიდასთან, სადაც სააკაშვილი სადილობდა, აუჩქარებლად მიდის მამაკაცი და ესაუბრება. სააკაშვილთან მყოფი ერთ-ერთი პირი მის გაყვანას ცდილობს. ამ დროს კიდევ ორი ადამიანი მოდის და ეღობება სააკაშვილს, რომელიც განაგრძობს მაგიდასთან ჯდომას. პირი, რომელიც ცდილობდა სააკაშვილთან მისვლას, გვერდით გადის, რომელსაც ესაუბრება მიხეილ სააკაშვილის დაცვის წევრი. საბოლოოდ პირი ტოვებს რესტორანს.

 

სააგენტოს ინფორმაციით, Fabius-ი კიევის ელიტარული რესტორანია, სადაც თავს იყრიან უკრაინის ელიტარული წრის წარმომადგენლები.  

 


იხილეთ ვიდეო:

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ