დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6728

EUR 2.8532

„ლელოს“ საარჩევნო სიაშია პროკურორი, რომელსაც სულხან მოლაშვილი წამებაში ადანაშაულებდა 01.10.2020 20:44

თბილისის ყოფილი პროკურორი ვალერი გრიგალაშვილი „ლელოში“ გაწევრიანდა და ამავე პარტიის პროპორციული სიით პარლამენტში მოსახვედრად იბრძოლებს. ამის შესახებ ინფორმაცია გრიგალაშვილმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.

 

„ცესკომ პოლიტიკურ გაერთიანებას “ლელო საქართველოსთვის” მიანიჭა ნომერი 56-ი. საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი, ამ ორგანიზაციის პროპორციული სიიიდან, მეც გახლავართ. იმედი მაქვს ბორჯომლების და რეგიონის სხვა მოქალაქეების მხარდაჭერის. “ლელო საქართელოსთვის” შეიქმნა ქვეყნის ჭაობიდან ამოსაყვანად და არსებული რეალობის შესაცვლელად. ამ მიზანს ემსახურება “ლელოს” “მარშალის გეგმაც”, – წერს ვალერი გრიგალაშვილი.

 

ვალერი გრიგალაშვილი თბილისის პროკურორის თანამდებობაზე 2004 წელს, 8 თვის განმავლობაში მუშაობდა, შემდეგ კი გენერალურ პროკურატურაში დეპარტამენტის უფროსის პოსტზე გადაიყვანეს. 2012 წელს, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ის „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით ბორჯომის მერობისთვის იბრძოდა, თუმცა უშედეგოდ. აღსანიშნავია, რომ ვალერი გრიგალაშვილი, როგორც პროკურორი რამდენიმე გახმაურებულ საქმეში ფიგურირებს, მათ შორის კონტროლის პალატის ყოფილი ხელმძღვანელის, სულხან მოლაშვილის საქმეში. მოლაშვილი ირწმუნებოდა, რომ დაკავების შემდეგ ციხეში აწამეს. ის წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში პროკურორ ვალერი გრიგალაშვილს სდებდა ბრალს.

 

ცნობისთვის: სულხან მოლაშვილის წამების ფაქტი ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომაც დაადასტურა. სტრასბურგის სასამართლოს განჩინებით, საქართველოს მთავრობას სულხან მოლაშვილისთვის 20 000 ევროს ოდენობით კომპენსაციის გადახდა და ერთი წლის ვადაში საქმის ხელახალი გამოძიება დაეკისრა. სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს განჩინების მიხედვით, სულხან მოლაშვილის მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებათა კონვენციის მესამე, მეხუთე, მეექვსე და მეთოთხმეტე მუხლები. ეს მუხლები, შესაბამისად, შეეხება ადამიანის ისეთ ფუნდამენტურ უფლებებს, როგორიცაა თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლება, სამართლიანი სასამართლოს უფლება, დისკრიმინაციისა და წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის დაუშვებლობა.

 

 

 

 

primetime.ge

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ