დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

„ნაცმოძრაობის მიერ პარტიული სიის #1 ნომრად ბუბა კიკაბიძის დასახელება უკვე არის ამ პარტიის აგონიის ინდიკატორი“ 01.10.2020 23:10

 ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ნაციონალური მოძრაობის პარტიული სიას აფასებს და აცხადებს, რომ ამ სიაში პარლამენტისთვის შეუფერებელი ბევრი პერსონაა წარმოდგენილი:


 

„ნაცმოძრაობის მიერ პარტიული სიის #1 ნომრად ბუბა კიკაბიძის დასახელება უკვე არის ამ პარტიის აგონიის ინდიკატორი. აგონიის მეორე ინდიკატორი არის ექს-გენერალ დევი ჭანკოტაძის პირველ ათეულში შეყვანა, კაცი, რომელიც კანონიერი ხელისუფლების დამხობაში და ძმათამკვლელ ომში მონაწილეობდა“, წერს ზაალ ანჯაფარიძე. იგი ასევე აქვეყნებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პარტიულ სიაში მოხვდა 20 ივნისის საქმეზე ბრალდებული ბესიკ თამლიანი: „აი ესენი არიან "ნაცმოძრაობის" სახეები, 20 ივნისისს პარლამენტის შტურმის მონაწილეები "ენმ" - ძალა ერთობაშიას“ პროპორციულ სიაში ბესიკ თამლიანიც მოხვდა. ის სიაში 54-ე ნომერია.“

 

შეგახსენებთ, რომ სამოქალაქო აქტივისტი ბესიკ თამლიანი 20 ივნისის საქმეზე, 2019 წლის 4 ივლისს დააკავეს. მას ბრალად ედებოდა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა/ორგანიზება. თამლიანი 9-თვიანი წინასწარი პატიმრობის შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ, 23 მარტს გაათავისუფლა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ