დღე: 25

ღამე: 12

USD 2.6802

EUR 2.8555

ჰაკერების საერთაშორiსო ორგანიზაცია Anonymous-მა "მილიონი ნიღბის მარში" დააანონსა 04.10.2020 00:32

ირაკლი გოგავას პოსტი:

 

ჰაკერების საერთაშორiსო ორგანიზაცია "Anonymous"-მა "მილიონი ნიღბის მარში" დააანონსა. 5 ნოემბერი, ვაშინგტონი, არჩევნები 3 ნოემბერს არის. "Anonymous" ინტერნეტში ცენზურის წინააღმდეგია, მოქმედებს ყველა დასახლებულ კონტინენტზე, ატარებს რეგულარულ DOS-შეტევებს მოწინააღმდეგეებზე, მათი დევიზია: "ჩვენ ვართ "Anonymous", ჩვენ ვართ ლეგიონი, ჩვენ არ ვპატიობთ, ჩვენ არ გვავიწყდება, გველოდეთ ჩვენ." არავინ იცის მათი ვინაობა, მასში მსოფლიოს დაახლოებით 1000 საუკეთესო ჰაკერია გაერთიანებული. მათ ინტერნეტის "რობინ ჰუდებს" უწოდებენ. მათი აქციებიდან გამორჩეულია "ისლამური სახელმწიფოს" 5000 "აქაუნტის" ერთ დღეში განადგურება, Sony-ს ქსელის გაჩერება, DOS-შეტევები Amazon, VISA, MasterCard, PayPal-ის წინააღმდეგ. აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის ვებსაიტი 5 საათით გამორთეს და ფედერალური სარეზერვო სისტემის გვერდები დააზიანეს. გატეხეს ისრაელის პარლამენტის (ქნესეთის) ქსელი და მხარს უჭერდნენ მოძრაობა "Occupy Wall Street". ისინი იცავენ ჯულიან ასანჟის მიერ დაფუძნებულ საიტს WikiLeaks. გაანადგურეს დარკნეტის 40-მდე ბავშვთა პორნოგრაფიის საიტი, გამოაქვეყნეს ამ საიტების 1500 მომხმარებლის ვინაობა... მათი სიმბოლოა გაი ფოქსის ნიღაბი. 2003 წლიდან რამდენიმე ასეული აქცია ჩაატარეს - თავის სტილში ანუ ონლაინ. თავიანთ წევრებს Anon-ს უწოდებენ. 2012 წელს ჟურნალმა Time "Anonymous" მსოფლიოში 100 ყველაზე გავლენიან პირს შორის დაასახელა.
P.S. ამათ ჩემი მტერი გადაეკიდა

 

 

 

 

 

იხილეთ ვიდეო:

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ