დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

„ეს იყო არაერთი თაობის ნატვრა, ეს ნატვრა დღეს რეალობაა“ 04.10.2020 16:55

ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს და წერს:

 

 

ეს იყო არაერთი თაობის ნატვრა, ეს ნატვრა დღეს რეალობაა. საქართველოს ხელოვნების სასახლის ეგიდით გამოიცა ზუგდიდის დადიანების სასახლეების საგანძურის შესახებ უნიკალური წიგნი. 260 გვერდიანი, ფერადი, მაღალპოლიგრაფიულ დონეზე დაბეჭდილი ორენოვანი კატალოგი, რომლის ავტორია ამ საგანძურის შესანიშნავი მკვლევარი ლილი ბერაია. წიგნი მომზადდა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით, დაიბეჭდა საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის თანადგომით. წიგნის რედაქტორია თქვენი მონა მორჩილი. კრებულში შევიდა 200 ზე მეტი ფოტო, 100-ზე მეტი ჯვარ-ხატისა და სიწმინდის აღწერილობა. 200-ზე მეტი წარწერა, კრებულს ერთვის პალეოგრაფიული ალბომი, პირთა და გეოგრაფიულ სახელთა აღწერილობა. კატალოგის გამოცემისათვის განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდს, ზუგდიდის დადიანების სასახლეს, საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტს, ხელოვნების სასახლეს. წიგნის პრეზენტაცია მალე გაიმართება ზუგდიდსა და თბილისში!

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ