23:15 04.10.2020
„თეთრ სახლში ვერ დავრჩებოდი თვითიზოლაციაში - უძლიერესი ქვეყნის მეთაური ვარ და ზემო სართულის ოთახში ვერ გამოვიკეტებოდი“
გია აბაშიძის პოსტი:

უმაგრესი კაცი. უფალმა ურყევი ჯანმრთელობა, დღეგრძელობა მისცეს! 


ვიდეომიმართვა სამხედრო კლინიკიდან:

მადლობა მედიკოსებს! გაცილებით უკეთ ვარ (ეტყობა აშკარად). მალე უნდა დავბრუნდე, რადგან ამერიკა კვლავაც დიადი უნდა გავხადოთ, წარმატებული საარჩევნო კამპანია უნდა გაგრძელდეს. სამწუხაროდ, კოვიდით დაინფიცირება მილიონობით ადამიანს შეეხო მთელ მსოფლიოში. მეც და სხვებსაც გვაქვს კარგი სპეციალისტების მკურნალობა. სასწაულებს ახდენენ არსებული პრეპარატებით, მართლაც და ღვთის სასწაულებს. მომდევნო დღეებში გამოჩნდება თუ როგორ ვიქნები. უდიდესი მადლობა მხარდაჭერისათვის! მადლობა ოპონენტებს კეთილი სურვილებისათვის და მადლობა სახელმწიფოთა ლიდერებს! ყველაფერს ვეცნობი. არ მქონდა სხვა არჩევანი. თეთრ სახლში ვერ დავრჩებოდი თვითიზოლაციაში და უკონტაქტო პირობებში, ეს ამერიკაა. უძლიერესი ქვეყნის მეთაური ვარ და ზემო სართულის ოთახში ვერ გამოვიკეტებოდი. მე ლიდერი ვარ და გამოწვევებს, პრობლემებს უნდა ვებრძოლო! ჩემზე ოდნავ უმცროსი მელანიაც კარგადაა, მთხოვა, რომ სიყვარული, მადლობა და პატივისცემა გადმომეცა. არავის დაგივიწყებთ, დიდი მადლობა!

 

 

იხილეთ ვიდეო:




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge