დღე: 27

ღამე: 12

USD 2.676

EUR 2.8713

„უოლტერ რიიდის სამედიცინო ცენტრს დღეს დავტოვებ - თავს ისევე კარგად ვგრძნობ, როგორც 20 წლის წინ“ 05.10.2020 23:40

 


აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უოლტერ რიიდის სამედიცინო ცენტრს, სადაც ის კორონავირუსზე მკურნალობს, დღეს დატოვებს. როგორც ის აცხადებს, თავს იმაზე უკეთ გრძნობს, ვიდრე 20 წლის წინათ:

 

 

„უოლტერ რიიდის სამედიცინო ცენტრს დღეს, საღამოს 6:30 დავტოვებ. თავს კარგად ვგრძნობ. არ შეგეშინდეთ კოვიდის. არ მიცეთ მას უფლება თქვენს ცხოვრებაზე დომინირების. ჩვენ, ტრამპის ადმინისტრაციის მეთვალყურეობით, საკმაოდ კარგი ცოდნა და წამლები განვავითარეთ. თავს ისევე კარგად ვგრძნობ, როგორც 20 წლის წინ.“

 

კორონავირუსით ინფიცირებული აშშ-ის პრეზიდენტი საავადმყოფოში 2 ოქტომბერს გადაიყვანეს. ვირუსი დაუდასტურდა პირველ ლედისაც.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ