დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

8 ოქტომბერს ოსკარზე წარსადგენი სამი ქართული ფილმი დასახელდება 07.10.2020 15:36

კომისია გამოავლენს საქართველოს კანდიდატ ფილმს ამერიკის კინოაკადემიის 2021 წლის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციისთვის. კომისია გადაწყვეტილებას ფარული კენჭისყრის შემდეგ მიიღებს. 

სპეციალური კომისიის შემადგენლობაში არიან:

ედმო8 ოქტომბერს, 17:00 საათზე, საქართველოს ეროვნული არქივის კინოდარბაზში (პეკინის #40) სპეციალური ნდ აბაშიძე-მინაშვილი

ოთარ ბუბაშვილი

გოგი გვახარია

ლაშა ბაქრაძე

ნანა დოლიძე

რამაზ ხოტივარი

ალეკო ცაბაძე

გიორგი შველიძე

სალომე დემურია

ია შუღლიაშვილი

მაკო ჭილაშვილი

ანა ჭყონია

მარიამ ხაჭვანი

ვაკო კირკიტაძე

ლაშა ცქვიტინიძე

ამერიკის კინოაკადემიის 2021 წლის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციისთვის საქართველოს კანდიდატი ფილმის შერჩევა ეროვნულმა კინოცენტრმა 1 სექტემბერს დაიწყო. წარმოდგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ქართველ კინემატოგრაფისტებს განაცხადის გაკეთება 30 სექტემბრის ჩათვლით შეეძლოთ.


ვადის ამოწურვის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ წელს ოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმის სტატუსის მოსაპოვებლად 3 ქართული ფილმი იბრძოლებს:

"დასაწყისი" – რეჟისორი დეა კულუმბეგაშვილი

"უარყოფითი რიცხვები" – რეჟისორი უტა ბერია

"ურსუსი" – რეჟისორი ოთარ შამათავა

ოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმი 17:00 საათზე გამოცხადდება, მანამდე კი ღონისძიება დახურული იქნება მედიისთვის. 

 

 

ავტორ(ებ)ი : geotime.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ