დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

პრემიერ-მინისტრი ეუთო-ODIHR-ის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა 07.10.2020 16:59

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ეუთო-ODIHR-ის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს, ჯილიან სტირკს შეხვდა.


შეხვედრაზე 31 ოქტომბერს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, ორივე მხრიდან ხაზი გაესვა არჩევნების დემოკრატიულ სამართლიან, და გამჭვირვალე გარემოში წარმართვის მნიშვნელობას. ასევე, შეთანხმდნენ, რომ არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო-ODIHR-ის მისიასთან მჭიდრო თანამშრომლობა და კოორდინაცია გაგრძელდება.


​გიორგი გახარიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მთავრობის მზადყოფნა, უზრუნველყოს საერთაშორისო დამკვირვებლების მაქსიმალური ჩართულობა საარჩევნო პროცესში და აღნიშნა, რომ პანდემიის გათვალისწინებით მათი უსაფრთხოება მაქსიმალურად იქნება დაცული.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ