დღე: 27

ღამე: 12

USD 2.676

EUR 2.8713

გერმანიამ საქართველო, იორდანია, რუმინეთი და ტუნისი კორონავირუსის რისკის შემცველ ქვეყნებად დაასახელა 07.10.2020 23:46

როიტერის ინფორმაციით, გერმანიამ საქართველო, იორდანია, რუმინეთი და ტუნისი კორონავირუსის რისკის შემცველ ქვეყნებად დაასახელა. სააგენტო განმარტებით, რისკის შემცველი ქვეყნების სიაში შეყვანა ნიშნავს, რომ ამ ქვეყნებიდან გერმანიაში ჩასულ ადამიანებს კარანტინის გავლა მოუწევთ. რისკის შემცველი ქვეყნების სია რობერტ კოხის ინსტიტუტმა დღეს განაახლა. ამ სიაში ასევე მოხვდა ნიდერლანდების, ბულგარეთის, ხორვატიის, ლიეტუვას, სლოვაკეთისა და უნგრეთის რამდენიმე რეგიონი. საფრანგეთის კუნძული კორსიკა კი, სიიდან ამოიღეს. გერმანია რეგიონებს რისკის შემცველად იმ შემთხვევაში აცხადებს, თუ შვიდი დღის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების რაოდენობა 100 000 მოსახლეზე 50-ს აღემატება.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ