დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

გია ხუხაშვილი: ვიღაცა რუსულ ოცნებას ასრულებს, საქართველო-აზერბაიჯანის გეოპოლიტიკური კვანძის გადაჭრით 08.10.2020 11:46

პოლიტოლოგი გია ხუახაშვილი სოციალურ ქსელში დავით გარეჯის საქმეს ეხმაურება.

 

მისი თქმით, პრობლემა არც რუქებშია, არც დემარკაციაში და არც გამოძიებაში.

 

"უნდა ამოვდიოდეთ იმ ინტერესიდან, რომ უდაბნოს მონასტერი და ჩიჩხიტურის კოშკი ჩვენთვის მხოლოდ ტერიტორია კი არა, ჩვენი ეროვნული იდენტობის განუყოფელი ნაწილია. შესაბამისად, ის არ ითვლება კვადრატული მეტრებით და დოლარებით, არამედ განუზომელი და შეუფასებელია.

 

აქედან გამომდინარე, ჩვენ ყველა საბუთი უნდა მოვიძიოთ ამის დასამტკიცებლად. უფრო მეტიც, რომც ვერ მოვიძიოთ, უნდა შევძლოთ და ვიპოვოთ ისეთი კომპრომისი ჩვენს მეგობარ ქვეყანასთან, რომელიც ამ პრობლემას გადაჭრის.

 

შესაბამისად, აქ პრობლემა არც რუქებშია, არც დემარკაციაში და არც თუნდაც გამოძიებაში.

 

პრობლემა ახლანდელ კონტექსტში, ფორმაში და შესაბამის ნარატივშია.

როდესაც ვსაუბრობთ, რომ ვიღაცამ “გაყიდა” ქართული მიწები, ე.ი. ვამბობთ რომ აზერბაიჯანმა იყიდა, ანუ უკანონოდ მიიტაცა.

ეს ხდება ზუსტად მაშინ, როდესაც აზერბაიჯანს აქვს სასტიკი ომი სწორედაც რომ, საკუთარი მიწების დასაბრუნებლად.

ისმის კითხვა - ვის წისქვილზე ასხამს ეს ვითარება წყალს?

პასუხი მარტივია - რუსეთის, რომელიც ამ ომში არის მხარე და დაინტერესებულია:

1. საქართველოში ანტი-აზერბაიჯანული განწყობების შექმნით.

2. აზერბაიჯანში ანტი-ქართული განწყობების შექმნით.

3. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დაძაბვით.

 

როგორ უნდა მოქცეულიყო ხელისუფლება?

ნებისმიერი ქმედება, მათ შორის გამოძიებაც უნდა დაეტოვებინა სამუშაო ვითარების ფარგლებში და არ ექცია აღვირახსნილი პროპაგანდის საგნად, შიდა, თუ გარე პოლიტიკური ინტერესიდან გამომდინარე. უკიდურეს შემთხვევაში, გადაედო, სანამ ყარაბაღში ცხელი ომის ფაზა დასრულდებოდა.

 

უნდა გვესმოდეს, რომ ამ ფორმით წარმართული პროცესი ხელს კი არ უწყობს პრობლემის გადაჭრას, პირიქით, აზიანებს და სერიოზული რისკების გენერაციას უწყობს ხელს.

 

დასკვნა - ვიღაცა ნებსით, თუ უნებლიედ ასრულებს რუსულ ოცნებას - საქართველო-აზერბაიჯანის გეოპოლიტიკური კვანძის გადაჭრას..." - წერს ის.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ