დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

სიკო გეგიაძე- ,,ბანკების ეს ნაბიჯი შვებას მხოლოდ სასტუმროს მეპატრონეებს მისცემს'' 08.10.2020 15:18

ტურიზმის სფეროსთვის საბანკო სესხების რესტრუქტურიზაციის საკითხი დღის წესრიგში კვლავ დადგა, ბანკებმა გამოთქვეს მზადყოფნა, რომ ამ მიმართულებით ტურისტულ ბიზნესს კვლავ დაეხმარონ. განაცხადა ნათია თურნავამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე. 

რა შეღავათს მოუტანს მსგავსი ბანკების ეს ინიციატივა ტურიზმის სექტორს და რა ნაბიჯები უნდა გადადგას მთავრობამ ტურიზმის სფეროს დასახმარებლად. ამ თემებზე, ,,ჯორჯიან თაიმსი'' ექსპერტს, ტურიზმის სფეროში, სიკო გეგიაძეს ესაუბრა.

ექსპერტი თლის, რომ  კომერციული ბანკების ეს ნაბიჯი, მხოლოდ სასტუმროს მეპატრონეებს მისცემს, გარკვეულ, მაგრამ მცირეხნიან შვებას.

,,სანამ პანდემია მძვინვარებს ტურიზმის განვითარებაზე ლაპარაკი ზედმეტია, სუბსიდირებაა საჭირო, მაგრამ ამ ეტაპზე სახელმწიფოს ამის სახსრები არ გააჩნია, ვიდრე საზღვრები არ გაიხსნება ტურისტების შემოდინებაზე ლაპარაკი ზედმეტია - აცხადებს ექსპერტი

გეგიაძის თქმით, მინიმუმ ერთი წელი ამ მიმართულებით წინსვლას არ უნდა ველოდოთ, საშველი საზღვრების გახსნა და ტურისტებისთვის რეგულაციების გაუქმებაა, მაგრამ ამ მოცემულობით ეს გამორიცხულია

ავტორ(ებ)ი : geotime.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ