დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6802

EUR 2.8555

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატის ვინაობა ცნობილია 08.10.2020 16:11

2020 წელს ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში ამერიკელ მწერალს ლუიზა გლუკს მიანიჭეს ”მისი უტყუარი პოეტური ხმისთვის, რომელიც თავისი ასკეტური სილამაზით ინდივიდუალურ არსებობს უნივერსალურს ხდის".

ნობელის პრემიის ლაურეატების დაჯილდოვების ცერემონია 10 დეკემბერს გაიმართება. სწორედ ამ დღეს გარდაიცვალა პრემიის დამაარსებელი შვედი ინჟინერი, ქიმიკოსი, გამომგონებელი და მრეწველი ალფრედ ბ. ნობელი. ნობელის ანდერძის მიხედვით, მისი სიკვდილის შემდეგ დარჩენილ კაპიტალს უნდა შეედგინა ნობელის პრემიის ფონდი. პრემია ენიჭება რასის, ეროვნების, სქესისა და სარწმუნოების განურჩევლად კანდიდატებს ფიზიკის, ქიმიის, მედიცინისა და ფიზიოლოგიის, მხატვრული ლიტერატურის დარგში მნიშვნელოვანი და უახლესი მიღწევებისათვის.

ამასთან, კორონავირუსის გამო, ნობელის ბანკეტი წელს აღარ გაიმართება. ღონისძიება სტოკჰოლმში 10 დეკემბერს უნდა ჩატარებულიყო. ორგანიზატორების თქმით, პანდემიის გამო ისინი ყველაზე პრესტიჟული პრემიის ლაურეატებს შვედეთში აღარ დაპატიჟებენ.

2020 წელს ნობელის პრემიების ფულადი ჯილდო გაიზრდება და 10 მილიონ შვედური კრონა (1 მილიონ დოლარამდე) შეადგინა. 

 

 

ავტორ(ებ)ი : geotime.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ