დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

ნობელის პრემიის ლაურეატი გამოვლინდა 09.10.2020 16:57

მშვიდობის დარგში ნობელის პრემია გაეროს საკვების სააგენტოს, მსოფლიო საკვების პროგრამამ (WFP) მიიღო. მათ ჯილდო გადასცეს მსოფლიოში შიმშილის წინააღმდეგ ბრძოლის და კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში პირობების გაუმჯობესებისათვის.

სააგენტოს სათაო ოფისი იტალიის დედაქალაქ რომშია. ორგანიზაცია ყოველწლიურად 88 ქვეყანაში 97 მილიონამდე ადამიანს ეხმარება.

„კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიოში შიმშილის მსხვერპლთა ზრდა გამოიწვია. სანამ სამედიცინო ვაქცინა არ გვექნება, საკვები არის საუკეთესო ვაქცინა ქაოსის წინააღმდეგ. საერთაშორისო სოლიდარობა და მრავალმხრივი თანამშრომლობა ახლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე“, - ნათქვამია ნობელის კომიტეტის განცხადებაში.

ნობელის პრემიის ჯილდო 10 მილიონი შვედური კრონია.

ავტორ(ებ)ი : geotime.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ