დღე: 25

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

პაპუნა ლეჟავა -,, მომავალ წელს ინფლაცია 3% იქნება’’ 09.10.2020 19:09

“საპროცენტო განაკვეთის სწორად განსაზღვრა ხელს უწყობს ინფლაციის შეკავებას. ეროვნულმა ბანკმა ინფლაციასთან ბრძოლის სწორი ტაქტიკა აირჩია,” -  ამბობს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა სანდრო ვეფხვაძის გადაცემაში ,,კაპიტალი’’

,,ეროვნული ბანკის სწორად გამოყენებულმა ბერკეტებმა ინფლაცია არსებულ ნიშნულზე, ანუ 8% დატოვა. ახლა კი, დადებით ტენდენციებს ვაკვირდებით და ყველა საფინანსო გათვლით, წლის ბოლის მაჩვენებელი 3 % არ გადასცდება,’’- დასძინა  მან.

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა საბანკო სისტემის ახალ ,,ბიმეც’’ პროგრამაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბლუმბერგის ეს აპლიკაცია ბანკებს საშუალებას აძლევს პირდაპირ, შუამავლის გარეშე გაცვალონ ვალუტა.

რაც შეეხება,  იპოთეკურ სესხებს, ლეჟავას თქმით, პანდემიის გამო სესხზე მოთხოვნა შემცირდა, თუმცა სახელმწიფოს მიერ თანადაკრედიტების პროგრამის გამოცხადების შემდეგ სურათი საგრძნობლად შეიცვალა.

,,სექტემბრის თვეში საბანკო სექტორმა კრედიტების სოლიდური რაოდენობა გასცა, ამას ხელი როგორც სახელმწიფოს თანადაფინანსების პროგრამამ, ასევე საბანკო ვალდებულებისა და სესხის აღების გამარტივებულმა მექანიზმმა შეუწყო“, - განაცხადა ლეჟავამ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ