დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

აღმოსავლეთის სარდალი ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ქართული ქვედანაყოფის ყოველდღიური საქმიანობას გაეცნო 11.10.2020 10:52

ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე აღმოსავლეთის სარდალი, პოლკოვნიკი როლანდ ძნელაძე I ქვეითი ბრიგადის მე-13 ბატალიონის მიერმტკიცე მხარდაჭერისმისიის მიმდინარეობისა და შესრულებული ამოცანების ადგილზე გაცნობის მიზნით სამუშაო ვიზიტით ჩავიდა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბატალიონის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ვლადიმერ ნათენაძემ სარდალს საინფორმაციო ბრიფინგი ჩაუტარა და ქვედანაყოფის ყოველდღიური საქმიანობის, ასევე არსებული უსაფრთხოების გარემოს შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

ბაგრამის საავიაციო ბაზაზე პოლკოვნიკი როლანდ ძნელაძე მე-13 ბატალიონის პირად შემადგენლობასაც გაესაუბრა და მტკიცე მხარდაჭერის მისიაში ღირსეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

პოლკოვნიკი როლანდ ძნელაძე აღმოსავლეთის სარდლის რანგში ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში პირველად იმყოფებოდა. აღმოსავლეთის სარდლად დანიშვნამდე I ქვეითი ბრიგადა უშუალოდ მის დაქვემდებარებაში იყო.

I ქვეითი ბრიგადის მე-13 ბატალიონი მტკიცე მხარდაჭერის მისიის შესასრულებლად ავღანეთში ივლისში გაემგზავრა და აშშ-ის სარდლობის დაქვემდებარებაში ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების დაცვაზეა პასუხისმგებელი, ნათქვამია ინფორმაციაში.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ