აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ღამის განმავლობაში, სომხეთი უხეშად არღვევს ჟენევის 1949 წლის კონვენციის ნორმებსა და პრინციპებს. სომხეთის სამხედრო ძალებმა განჯის მიმართულებით საარტილერიო რაკეტები გაისროლეს. ადგილობრივი მედია წერს, რომ ერთ-ერთი რაკეტა საცხოვრებელ სახლს მოხვდა, რის შედეგადაც 17 ადამიანი დაშავდა, ხოლო ხუთი დაიღუპა. თავის მხრივ, სომხეთი აზერბაიჯანის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge