12:05 12.10.2020
13-დან 18 ოქტომბრის ჩათვლით რუსთავში კომედიის თეატრალური ფესტივალი გაიმართება

 

13 დან 18 ოქტომბრის ჩათვლით, ამჟამად უკვე ქალაქი რუსთავი კომედიის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს უმასპინძლებს.


როგორც "ჯორჯიან თაიმსს" რუსთავის თეატრის პრესსამსახურიდან აცნობეს, პანდემიიდან გამომდინარე ყველა რეგულაციის გათვალისწინებით დასები წარმოდგენებს თეატრის ეზოში ღია ცის ქვეშ გამართავენ.


სპეციალურად კომედიის ფესტივალის და რუსთაველი მაყურებლისთვის, თეატრის ეზოში გარე თეატრალური სივრცე ეწყობა და უამინდობის შემთხვევაში  ღონისძიებებს ჩაშლა არ ემუქრება.


რიგით მე–7 ფესტივალში მონაწილეობას 6 თეატრი მიიღებს. ტრაციდიულად ფესტივალს მარჯანიშვილის თეატრი გახსნის.


კომედიის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი  2014 წელს რეჟისორმა სოსო ნემსაძემ დააფუძნა, რომელიც 2017 წლამდე ერისთავის თეატრს ხელმძღვანელობდა.

 

ფესტივალის რეპერტუარი, სათაურიდან გამომდინარე  გულისხმობს კომედიური ჟანრის სპექტაკლების თავმოყრასდაარსებიდან ამ დრომდე ფესტივალში მონაწილეობა საქართველოს თითქმის ყველა დასმა მიიღოყოველწლიურად მაყურებელს  შესაძლებლობა  აქვს, ერთ სივრცეში გაეცნოს სხვადასხვა თეატრების სპექტაკლს.


არსებული რეგულაციებიდან გამომდინარე, შემცირებულია მაყურებელთა რაოდენობა. თუმცა მთავარი ამოცანად პანდემიის პირობებში თეატრალური პროცესების განვითარება და მაყურებლის თეატრში დაბრუნება რჩება.


6 თეატრალური საღამო ელოდება რუსთაველ მაყურებელს. ფესტივალი იმართება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პატრონაჟით. მხარდამჭერები არიან რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია, რუსთავის თეატრი და კომპანია "დელ ფუდი".

 




ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge