დღე: 24

ღამე: 11

USD 2.6699

EUR 2.845

სადემონსტრაციო ნაკვეთზე კარტოფილის მოსავლიანობა მაღალია 12.10.2020 13:10

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი შპს „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკისა და სერვისების კომპანიის“ სადემონსტრაციო ნაკვეთზე იმყოფებოდა, სადაც კარტოფილის მოსავლის აღების პროცესს გაეცნო. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, კარტოფილის სადემონსტრაციო ნაკვეთი 10 ჰა ფართობზეა განთავსებული, სადაც „მარფონას“ ჯიშის კარტოფილის მოყვანა აგროტექნიკური სამუშაოების სრული დაცვით ხორციელდება.

 

„სოფლის მეურნეობის ლოგისტიკისა და სერვისების კომპანია იბრუნებს თავის ძირითად ფუნქციას, რაც საწარმოო ჯიშთა გამოცდას გულისხმობს. კომპანიამ უკვე მიიღო სათესლე ქერი და სათესლე კარტოფილი, რომელიც აუქციონის მეშვეობით იქნება რეალიზებული. ჰექტარზე კარტოფილის მოსავლიანობა, მინიმუმ, 35-40 ტონაა, რაც ძალიან კარგი შედეგია. და რაც მთავარია, ეს არის ხარისხიანი პროდუქტი“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

 

„სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკისა და სერვისების კომპანიის“ აგრონომის, გიორგი ბერუაშვილის განცხადებით, ჯიშთა გამოცდის შედეგად, „მარფონა“ დაწინაურებული ჯიშია, რომელმაც სხვადასხვა პერიოდში კარგი შედეგები აჩვენა როგორც მოსავლიანობის, ასევე ადგილობრივ კლიმატურ პირობებზე მორგების თვალსაზრისით.

 

შპს „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკისა და სერვისების კომპანია“ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში კარტოფილის 25 სხვადასხვა ჯიშზე დაკვირვებას ახორციელებს. სადემონსტრაციო ნაკვეთში მიმდინარე სამუშაოებს, მინისტრის პირველ მოადგილესთან ერთად, „სოფლის განვითარების სააგენტოს“ პირველ მოადგილე ოთარ შამუგია და შპს „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკისა და სერვისების კომპანიის“ დირექტორი შოთა ჯოგლიძე დაესწრნენ.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ