დღე: 27

ღამე: 12

USD 2.676

EUR 2.8713

რომან გოცირიძე “სიღატაკის ბიუჯეტში“ თავისი წვლილის შეტანას არ აპირებს 12.10.2020 13:55

„ეს ბიუჯეტი ვერ გამოიყვანს ჩვენს ქვეყანას კრიზისიდან“.  ეს არის მიზეზი, რის გამოც, რომან გოცირიძე 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვაში მონაწილეობას არ მიიღებს. 

 

როგორც მან „ჯორჯიან თაიმსთან“ უარის მიზეზების განმარტებისას  განაცხადა, ეს არის სიღატაკის ბიუჯეტი. 

 

„ბიუჯეტი მორგებულია „ქართულ ოცნებაზე“ და მათ პოლიტიკურ ინტერესებზე.  შეიცვლება ხელისუფლება და ახალი ბიუჯეტიც დამტკიცდება, რომელიც, ხალხის კეთილდღეობასა და  ეკონომიკურ სტაბილურობაზე იქნება დამყარებული. 

 

რაც შეეხება ბიუჯეტის შესახებ ჩვენს შენიშვნებს,  მას 16 ოქტომბერს, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში გავაგზავნით“, - განაცხადა გოცირიძემ. 

 

ცნობისთვის, საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული თანდართული მასალებისა და სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის შესაბამისი ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის“ განხილვა ფრაქციაში დღეს უნდა გამართულიყო.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ