დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

 ქართული თხილის ექსპორტი 54 % გაიზარდა 12.10.2020 15:03

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, საქართველოდან 6 273 ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 33.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

 

როგორც ,,ჯორჯიან თაიმსს'' სამინისტროდან აცნობეს, აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული ექსპორტის მოცულობა 2 195 ტონით, ანუ 54 პროცენტით აღემატება 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული ექსპორტის მოცულობის მაჩვენებელს, ხოლო ექსპორტის ღირებულება 13.1 მლნ აშშ დოლარით (63%) გაიზარდა.

 

უწყების ინფორმაციით, ქართული თხილის ექსპორტი, ძირითადად, ევროკავშირის ბაზრებზე ხორციელდება, კერძოდ, გერმანიაში – 1 989 ტონა, იტალიაში – 1 098 ტონა, ჩეხეთში – 382 ტონა, პოლონეთში – 210 ტონა, ბულგარეთში – 176 ტონა, საფრანგეთში – 169 ტონა, ესპანეთში – 165 ტონა, ლიეტუვაში – 161 ტონა, საბერძნეთში – 97 ტონა, ესტონეთში – 44 ტონა, ლატვიაში – 43 ტონა, ავსტრიაში – 22 ტონა, სლოვაკეთსა – 15 ტონა და ხორვატიაში -10 ტონა.

 

ქართული თხილი ექსპორტზე გადის ასევე ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა რუსეთი (354 ტონა), სომხეთი (326 ტონა), ბელარუსი (153 ტონა), უკრაინა (148 ტონა), ბრაზილია (136 ტონა), ალჟირი (98 ტონა), კანადა (64 ტონა), მექსიკა (53 ტონა), საუდის არაბეთი (60 ტონა), ერაყი (24 ტონა), დიდი ბრიტანეთი (22 ტონა), აშშ (19 ტონა) და სხვა.

 

2016 წლიდან, აზიური ფაროსანას და სოკოვანი დაავადებების გავრცელების შედეგად, თხილის წარმოება (შესაბამისად ექსპორტი) მცირდებოდა და 2018 წელს მინიმალურ ნიშნულს, 17 ათას ტონას მიაღწია, ხოლო 2020 წელს მიღებული მაღალი ხარისხის თხილის მოსავალი სახელმწიფო სტრატეგიის საფუძველზე, შესაბამისი სამსახურებისა და ფერმერების მიერ ფაროსანას წინააღმდეგ გატარებული მასშტაბური ღონისძიებების შედეგია.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ