დღე: 27

ღამე: 12

USD 2.676

EUR 2.8713

სერგი კაპანაძე - ,, ეს ბიუჯეტი განაჩენია ქვეყნისათვის’’ 12.10.2020 17:04

2021 ბიუჯეტი, რომელიც მმართველმა პარტიამ პარლამენტში განსახილველად შემოიტანა , არ ემსახურება ხალხის ინტერესს. არ მცირდება გადასახადები, არაფერია ნათქვამი უმუშევრობის დამარცხების გზებზე და ბევრ ისეთ დეტალზე, რომელიც ქვეყანას კოლაფსიდან ამოიყვანს.

 

ამიტომ, ევროპული საქართველო ამ ფინანსურ დოკუმენტს მხარს არ დაუჭერს - აღნიშნავს ,, ევროპული საქართველოს’’ ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე  ,,ჯორჯიან თაიმსთან საუბრისას

 

,,ამ ბიუჯეტში არ ჩანს ის, რომ მთავრობას ხალხის ესმის, რა პრობლემების წინაშეა ქვეყანა.  ჩვენ ვხარჯავთ ფულს, რომელიც არ გვაქვს. ევროპული ფინანსური ინსტიტუტები ვალს აღარ მოგვცემენ,  რადგან ლიმიტი ფაქტობრივად ამოვწურეთ, ეს კი, ქვეყანას გაკოტრებისკენ წაიყვანს,  ‘’ - აცხადებს კაპანაძე

 

მისი თქმით, ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტის თანახმად: არ მცირდება გადასახადები, ეს კი ნიშნავს იმას, რომ არ შემოვა ინვესტიცია და შესაბამისად, არც სამუშაო ადგილები შეიქმნება.

 

რაც შეეხება, ევროპული საქართველოს ხედვას ბიუჯეტის დაგეგმვასთან დაკავშირებით კაპანაძე თქმით, უნდა მომხდარიყო გადასახადებისა და ბიუროკრატიული ხარჯების შემცირება და ბევრი სხვა არამიზნობრივი ხარჯი, რომელიც ხალხის კეთილდღეობაზე და სიღარიბიდან ამოყვანაზე არაა ორიენტირებული

 

ავტორ(ებ)ი : geotime.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ