დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

გელა ხანიშვილი - ფერმერმა აქცენტი არა პროდუქტის რაოდენობაზე, არამედ ხარისხზე უნდა გააკეთოს 12.10.2020 18:14

წელს, კახეთსა და რაჭაში 26.000  ფერმერმა 270.000 ტონა ყურძენი ჩააბარა და 300 მილიონი ლარის მოგება მიიღო -  განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გელა ხანიშვილმა   „ჯორჯიან თაიმსთან“ საუბარში.

,,ევროპის ბევრ ქვეყანაში, პანდემიის გამო რთველი საერთოდ არ ყოფილა, საქართველოში კი, ერთი მტევანი ყურძენიც კი არ დარჩენილა ჩაუბარებელი, ეს კი, სახელმწიფო პროგრამის დამსახურებაა, რომელიც ამ სექტორს სუბსიდირებას უწევს,“ - აღნიშნა ხანიშვილმა

 მისი თქმით, ნებისმიერ ფერმერს სურს, რომ მისის მოწეული მოსავალი რაც შეიძლება ძვირად და ბევრი გაიყიდოს, მაგრამ ამას არა სახელმწიფო, არამედ ბაზარი არეგულირებს მოთხოვნა-მიწოდების პრინციპით.

,,მსოფლიო ბაზარს თამაშის თავის წესი აქვს, აქ აქცენტი არა რაოდენობაზე, არამედ ხარისხზე კეთდება და ქართველი ფერმერებიც ნელ-ნელა უნდა მიეჩვიონ იმ ფაქტს, რომ  იზრუნონ ხილისა თუ ბოსტნეულის ხარისხზე და არა რაოდენობაზე- აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ხანიშვილმა აღნიშნა ისიც, რომ 2013 წლიდან დღემდე, სახელმწიფომ სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის ამ სექტორში 3 მილ. ლარი ჩადო.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ